რეცეპტები
კატეგორიები

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

თუკი რომელიმე მცენარეზე შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად გამოყენებადიაო, ერთ-ერთი მათგანია სიმინდი. მას არამარტო საკვებად იყენებენ, არამედ მსუბუქ და მძიმე მრეწველობაში, ხელოვნებაში.

ისტორიულად სიმინდი ამერიკის კონტინენტის ბინადარია. სიმინდის ყველაზე უძველესი ნაშთები აღოჩენილია პერუს ტერიტორიაზე და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულით. უძველეს დროში მას ფართოდ გამოიყენებდნენ აბორიგენები. ინდიელებს იგი ღვთის საჩუქრად მიაჩნდათ და სიმღერებს და ლეგენდებს ქმნდინენ მასზე. გავიდა მრავალი ასწლეული და, დღესაც, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა სიმინდის უდიდეს მომხმარებლად რჩება.

ეს მცენარე კოლუმბმა 1496 წელს ამერიკიდან ევროპაში ჩამოიტანა და, მალე, იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დროთა განმავლობაში სიმინდის გამოყენება სულ უფრო და უფრო მეტ სფეროში ხდებოდა და დღეს, მისგან საკვების გარდა ამზადებენ საწვავს, საპონს, საღებავებს, საბავშვო საფენების სითხის შემწოვ ფენას, შაქარზე ერთიორად უფრო ტკბილ სიროფს, საუკეთესო ხარისხის ქაღალდს, პლასტმასას და უამრავ ისეთ პროდუქტს, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე მსოფლიო.

სიმინდისგან წარმოებული პროდუქტების სიუხვის მიუხედავად, უმთავრესი და უძვირფასესი, რისი მიღებაც ადამიანმა ამ მცენარისგან ისწავლა, არის სიმინდის ზეთი. ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვის გამო იგი შეუცვლელია, როგორც საკვები ასევე სამკურნალო პროდუქტების დასამზადებლად. სარგებლო თვისებების მრავალფეროვნების გამო, მას "დასავლეთის ოქროსაც" უწოდებენ.

სიმინდის ზეთის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის

ლინოლის მჟავა (40 – 56 %) - იგი არეგულირებს სისხლის მოძრაობას და აძლიერებს იმუნიტეტს
ოლეინის მჟავა (30 – 49 %) - მის გარეშე შეუძლებელია მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა ადამიანის ორგანიზმში.
ვიტამინები
E
(იცავს ორგანიზმს ტოქსინებისგან, წარმოადგენს უძლიერეს ანტიოქსიდანტს. მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში და მეტაბოლიზმის პროცესში),
F (მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას),
B1 (მნიშვლეოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ცვლის პროცესში. იცავს უჯრედებს ზემჟავებისგან),
PP (იგივე B3, ხელს უწყობს მიკროცირკულაციას, აფართოებს კაპილარებს),
პროვიტამინი A,
ლეციტინი.

რამდენიმე ათწლეულის წინათ, ადამიანის ორგანიზმის დაბერების მიზეზების ძიებისას, მეცნიერებმა წარმოადგინეს თავისუფალი რადიკალების თეორია. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის დაბერებას იწვევს თავისუფალი რადიკალების - მოლეკულების ნაწილაკების - მიერ უჯრედების დაზიანება.

მეცნიერებმა დაიწყეს თავისუფალი რადიკალების "მოთვინიერების" გზების ძიება და მიაგნეს კიდეც - ერთ-ერთი მათგანია ვიტამინი E, ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს და ორგანიზმს "ცვეთისგან". სწორედ ამ ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა სიმინდის ზეთი.

იგი უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის, სასქესო ჯირკვლების, ჰიპოფიზის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. ამასთან, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, ებრძვის გადაღლილობას და კუნთების მოდუნებას.

სიმინდის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის და ქალებისთვის ფეხმძიმობისა და მეძუძურობის პერიოდში. სიმინდის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით. იგი ახდენს მარეგულირებელ მოქმედებას ლიპიდების და ქოლესტერინის შემცველობაზე.

ზეთს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას, იცავს ორგანიზმს სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან, აჩერებს ლიპიდურ პროცესებს, ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სიმსივნის ზომას და ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას. აძლიერებს იმუნიტეტს.

სიმინდის ზეთი მდიდარია ფოსფატიდებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით, რომელიც შედის უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში და არეგულირებს ტვინის სხვადასხვა ფუნქციას.

არარაფინირებული სიმინდის ზეთი რეკომენდებულია სიმსუქნით, დიაბეტით, ათეროსკლეროზით, ღვიძლის დაავადებებით, ლიპიდური/ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით დაავადებულთა საკვებში.

ზეთი გამოიყენება, თირკმლის კენჭის მკურნალობისას.

სიმინდის ზეთის რეგულარული მიღება არეგულირებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას.

იგი ელასტიურობას მატებს კაპილარებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონე.

სიმინდის ზეთს ხელსაყრელი შეთავსება აქვს უჯერ ცხიმმჟავებთან, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება ორგანიზმში ცხიმოვანი ბალანსის გაუმჯობესებისათვის.

სიმინდის ზეთის რეგულარული გამოყენება რეკომენდირებულია ასთმის, შაკიკის, კანის აქერცვლის დროს.

ნაღვლის ბუშტის ტონუსის ასამაღლებლად მიიღება 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ½ - 1 სთ-ით ადრე.

ათეროსკლეროზის და მისი პროფილაქტიკისთვის ზეთი მიიღება ჭამის დროს 3 -ჯერ დღეში 25მგ. თითო მიღებაზე;

შაკიკისა და პოლინოზის დროს - 1 (თითო) სუფრის კოვზი;

უძილობის დროს ზეთს შეიზელენ კეფის ღრმულში, ისვამენ ფეხისა და ხელის გულებზე, სხივ-მაჯის. კოჭ-წვივის, იდაყვის და მუხლის სახსრებში - შეზელვა უნდა მოხდეს ფრთხილად, გულმოდგინედ 5-7 წთ-ის მანძილზე.

ყველა სიკეთესთან ერთად, სიმინდის ზეთი სასარგებლოა თავის კანისა და თმებისთვის. თუკი თქვენი თმები უსიცოცხლოდ გამოიყურება, კვირაში ერთხელ თბილი ზეთი შეიზილეთ კანში და რამდენიმე თვის მერე შესამჩნევ ეფექტს მიიღებთ.

არსებობს რამოდენიმე ტიპის ზეთი: არარაფინირებული, რაფინირებული არადეზოდორირებული, რაფინირებული დეზოდორირებული. რაფინირებული ზეთი არარაფინირებულისგან განსხვავებით, არ კვამლდება, არ ალდება, არ ქაფდება. ის ითვლება დიეტურ პროდუქტად, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ორჯერ აღემატება მსეზუმზირისა და ზეითუნის ზეთისას.

დაბოლოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სიმინდის ზეთს უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია. მთავარია არ მიიღოთ ის ძალიან ძალიან დიდი რაოდენობით და ვადაგასული, რადგან მასში წარმოქმნილი ნადები, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას არღვევს.

Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!