ნამცხვარი "ვარშავა"

შემადგენლობა
- ცომი:
- კარაქი - 100 გრ
- კვერცხის გული - 1 ცალი
- ფქვილი - 170 გრ
- შაქრის პუდრა - 65 გრ
- გულსართი:
- ფქვილი - 30 გრ
- თხ ილი - 90 გრ
- საქარი - 185 გრ
- კვერცხის ცილა - 2 ცალი
მომზადება
არა მგონია ბევრს ახსოვდეს ეს ნამცხვარი. ძალიან უცხო ნამცხვარია.ის ძალიან უხდება ყავას, როგორც სხვა თხილის ნამცხვარი.
ამ ნამცხვარში შესაძლებელია ნებისმიერი თხილის გამოყენება. ასვე შეიძლება ერთი ხილის ფენის დამატება.(ხილის ფენა წავისვათ ცომზე და ზემოდან უკვე დავადოთ ათქვეფილი ცილის მასა. მურაბის ფენის გამოყენება არ არის სასურველი. გულსართი უნდა იყოს სქელი.
ჩვენ მოვამზადოთ მხოლოდ ათქვეფილი ცილის ფენით.
ამ რეცეპტისგან გამოდის 10 ნაჭერი.
მოვამზადოთ ფხვიერი ცომი.
დარბილებული კარაქი, შაქრის პუდრა და კვერცხის გული ავურიოთ ერთმანეთში, უნდა მივიღოთ კრემისებური მასა. დავამატოთ ფქვილი და ჩკარა მოვზილოთ ცომი.
გავაბრტყელოთ 19x25 სმ ზომაზე.

სინზე(ჟარონაზე) დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი
შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 12 წუთის განმავლობაში. ცომის ფენა უნდა გამოცხვეს ოღონდ არ უნდა მიიღოს ოქროსფერი.
თხილი მოვხალოთ და მოვაშოროთ კანი.
წვრილად დავჭრათ ბლენდერში.

შევურიოთ დაჭრილი თხილი შაქარს.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ ქაფამდე.

დავამატოთ შაქარი არეული თხილში
და ფრთხილად ავურიოთ.
დავამატოთ ფქვილი და ისევ ფრთხილად ავურიოთ.

ათქვეფილი ცილა გავანაწილოთ გამომცხვარ ცომის ფენაზე.

გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

დავჭრათ ნაჭრებად სანამ ცხელი იქნება. ჩამოვაჭრათ უსწორმასწორო გვერდები.

გავაცეროთ 2 საათი და მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1229 : ნამცხვარი "ვარშავა" ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1229 : ყგბ][დგჯნ "დგჯიგდგ"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1229 : ygb][dgjn "dgjigdg"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1229 : namcxvari "varSava"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1229 : yfvwхdfhb "dfhifdf"