"პანა კოტა"(panna cotta)
-მთავარი-სურათი.jpg)
შემადგენლობა
- ჟელ ატინი - 15 გრ
- ლიმონის ცედრა - 1 ცალი
- ვანილი - 5გრ
- რომი - 60 მლ (ან კონიაკი)
- შაქარი - 30 გრ
- რძე - 100 მლ
- ნაღები - 600 მლ (20-22%)
- შაქრის პუდრა - 130 გრ
- ქლიავი - 150 გრ მოსართავად (შესაძლებელია რომელიმე სხვა კენკროვანი ხილი)
მომზადება
ორიგინალური კერძების მოყვარულთათვის ვდებ "პანა კოტას" რეცეპტს. ამ დესერტის სამშობლოა იტალია. ეს არის უგემრიელესი და უნაზესი დესერტი, რომლის ზუსტი თარგმანია "მოხარშული კრემი" ან "მოხარშული ნაღები".
მას ამზადებენ რძისგან, ნაღებისგან და ასევე იოგურტისგან.
ჟელატინი ჩავალბოთ რძეში.

1 ლიმონის ცედრა და ვანილი დავამატოთ 400 გრ ნაღებში, ნაღები მივიყვანოთ ადურებამდე და მაშინმე გავთიშოთ. ცხელ ნაღებში დავამატოთ რძეში გახსნილი ჟელატინი და ავურიოთ.

თუ ჟელატინი მთლიანად არ გაიხსნა გავატაროთ საცერში.
დარჩენილ ნაღებს შევურიოთ შაქრის პუდრა და ოდნავ ავთქვიფოთ. ავურიოთ ნაღების ორივე მასა ერთმანეთს. (თბილი ჟელატინით და ცივი შაქრის პუდრასთან თქვეფილი). დავამატოთ 1 ს/კ რომი ან კონიაკი.

ჩავასხათ ფორმებში და ჩავდგათ მაცივარში 2-3 საათით შესქელებისთვის.

მირთმევის წინ ქლიავს დავაყაროთ შაქარი და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი. ბოლოს დავამატოთ 2 ს/კ კონიაკი. ქვაბში გავაცხელოთ წყალი, პრაქტიკულად მივიყვანოთ ადუღებამდე, ძალიან ფრთხილად ჩავდგათ ფორმა, რომელშიც გვისხია გაციებული "პანა კოტა" სულ რამოდენიმე წამით. ამოვატრიალოთ ფორმა თეფშზე . ზემოდან დავასხათ ქლიავის სიროფი(ცხელი) და მაშინათვე მივართვათ სუფრაზე.
შესაძლებელია ქლიავის მურაბის გამოყენებაც. მე ვაცხელებ ქლიავის მურაბას და ვამატებ კონიაკს.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1190 : "პანა კოტა"(panna cotta) ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1190 : "ჰგყგ რკმგ"(panna cotta)
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1190 : "hgyg rkmg"(panna cotta)
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1190 : "pana kota"(panna cotta)
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1190 : "gfyf rjnf"(panna cotta)