World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ნამცხვარი "შუ"

ნამცხვარი 'შუ'

შემადგენლობა

  • ცომი:
  • კარაქი - 100 გრ
  • წყ ალი - 250 მლ
  • ფქვილი - 200 გრ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კრემი:
  • შედედ ებული რძე - 150 მლ
  • წყ ალი - 500 მლ
  • შაქარი - 5 ს/კ
  • ფქვილი - 4 ს/კ
  • კარაქი - 200 გრ
  • მინანქარი:
  • კა კა ო - 4 ს/კ
  • კარაქი - 3 ს/კ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • წყ ალი - 2-3 ს/კ

მომზადება

მახსოვს დრო როცა ხშირად ვამზადებდით ეკლერებს და შუს, მაგრამ ბოლო დროს მივიწყებული მქონდა ეს რეცეპტი. გადავწყვიტე გამეცოცხლებინა ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი.
დავიწყოთ მომზადება:
100 გრ კარაქი ჩავდოთ ჯამში, დავასხათ 250 მლ წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
გავადნოთ კარაქი
მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავყაროთ 200 გრ ფქვილი.
ცავყაროთ ფქვილი კარაქში
ვურიოთ ცომი და გავაჩეროთ ცეცხლზე სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. დაახლოებით 5-7 წუთი.
ჩავყაროთ ფქვილი
გადავდგათ გასაციებლად.
ავურიოთ ცომი
თუ გვეჩქარება, შეიძლება ცალკე ჯამში ჩავასხათ ცივი წყალი და ჩავდგათ მასში ჯამი, რომელშიც გვაქვს ცომი და ვურიოთ. ცომი გაცივდება 5 წუთში.
სანამ ცომი ცივდება ჯამში ჩავდოთ 4 კვერცხი და ავურიოთ, მაგრა არ ავთქვიფოთ.
ავტქვიფოთ კვერცხი
როცა ცომი გაცივდება დავიწყოთ კვერცხის ჩასხმა.
ავურიოთ ცომი
კვერცხი უნდა ჩავასხათ ნაწილ-ნაწილ და ამის შემდეგ კარგად ავურიოთ ცომი.
ავურიოთ ცომი
მე დაახლოებით 3 ეტაპად ვასხამ კვერცხს.
ცომი უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი. არ შეგეშინდეთ თავიდან ცომი იქნება კოშტებიანი,
ავურიოთ ცომი
მაგრამ არევის შემდეგ გახდება ერთგვაროვანი.
ავურიოთ ცომი
ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. ლანგარი (ჟარონია) მოვასხუროთ წყლით და ჩაის კოვზით დავაწყოთ ცომი ლანგარზე. სველი ხელებით დავამრგვალოთ ბურთები.
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
გამოვაცხოთ ბურთები
გამომცხვარი ბურთები დავხვრიტოთ დანით,რათა ცხელი ჰაერი გამოვიდეს.
გამოვაცხოთ ბურთები
თუ თქვენ ნამცხვარს ამზადებთ საღამოს და კრემის მომზადებას აპირებთ დილით, გაციებული ნამცხვრის ბურთები ჩავაწყოთ პარკში და ისე შევინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთები გახმება.
სანამ ჩვენი ნამცხვარი ცხვება გავაკეთოთ კრემი.
150გრ შედედებული რძე ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ 500 მლ წყალი, 5 ს/კ შაქარი, 4 ს/კ ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 2-3 წუთი. აუცილებლად მუდმივად ვურიოთ.
კრემი გავაციოთ და ჩავყაროთ ვანილი. 200 გრ კარაქი ცალკე ავთქვიფოთ და ნელ-ნელა ვამატოთ გაციებული კრემი. კრემი მზად არის.
ათქვეფილი კრემი
მოვამზადოთ მინანქარი:
4 ს/კ კაკაო, 3ს/კ კარაქი, 3 ს/კ შაქარი და 2-3 ს/კ წყალი ავურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე და კარგად ვურიოთ სანამ არ გაიხსნება.
გავჭრათ "შუ" და ჩავდოთ კრემი. ზემოდან მოვასხათ მინანქარი.
ვისაც არ უყვარს მინანქარი შეუძლია არ მოასხას :)
ნამცხვარი 'შუ'
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1187 : ნამცხვარი "შუ" ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1187 : ყგბ][დგჯნ "იე"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1187 : ygb][dgjn "ie"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1187 : namcxvari "Su"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1187 : yfvwхdfhb "ie"
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!