შოკოლადის მუსი

შემადგენლობა
- ინგრედიენტები 4 პორციისთვის:
- შავი შოკოლადი - 100 გრ
- კარაქი - 30 გრ
- შაქრის პუდრა - 50 გრ
- პასტერიზებული კვერცხი - 3 ცალი
მომზადება
დღეს მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის მუსის რეცეპტი, რომელიც მორთავს საახალწლო სუფრას. ამ რეცეპტში მთავარია კარგად ავთქვიფოთ ცილა და ფრთხილად შევურიოთ შოკოლადის მასას.
პასტერიზება- ეს არის საკვები პროდუქტების ისეთ ტემპერატურამდე მიყვანა, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ ასევე შენარჩუნდეს პროდუქტის სასარგებლო თვისებები და გემო. ასევე პასტერიზება ამცირებს სალმონელოზის რისკს.
როგორ გავაკეთოთ კვერცხის პასტერიზება: ჩავასხათ ქვაბში წყალი, დავდგათ მაღალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
ჩავდოთ წყალში კვერცხები და მაშინვე გავთიშოთ გაზი და გადმოვდგათ ქვაბი გაზიდან. გავაჩეროთ კვერცხები წყალში 3 წუთი და შემდგომ ამოვიღოთ და გავაციოთ.
კვერცხი რომ არ გასკდეს წყალში შეიზლება ჩავყაროთ მარილი და ასევე ჩავდოთ კბილის ჩხირი, ძალიან უცნაურია მაგრამ ეფექტურია. მე მასწავლა ერთმა მეგობარმა საზღვარგარეთ და ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს.
შოკოლადი დავტეხოთ, დავამატოთ დაჭრილი კარაქი და გავადნოთ წყლის აბანოზე, მუდმივად ვურიოთ.

მოვხსნათ წყლის აბანოდან და დავამატოთ შაქრის პუდრა, ავურიოთ და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე.

შოკოლადის მასაში ჩავდოთ ჩვენს მიერ პასტერიზებული კვერცხის გულები და კარგად ავურიოთ ერთგვაროვან მასამდე.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ.

ცილა შევურიოთოკოლადის მასას ძალიან ფრთხილად, მოძრაობით ქვევიდან ზემოთ.

ჩავდოთ მუსი ჭიქებში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
მირთმევის წინ შოკოლადის მუსი მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1183 : შოკოლადის მუსი ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1183 : იკრკლგ;ნვ ბევნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1183 : ikrklg;nv bevn
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1183 : Sokoladis musi
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1183 : ijrjkflbc vecb