World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ვაშლის შტრუდელი

ვაშლის შტრუდელი

შემადგენლობა

მომზადება

გავრცელებულია რომ შტრუდელის ცომის მომზადება რთულია. თუმცა მე ასე არ ვფიქრობ.
მიუხედავად იმისა, რომ ცომის მომზადებას დიდი დრო ჭირდება, მასში სირთულე არ არის.
შტრუდელში-მთავარია ცომი, ხოლო გულსართი შეიძლება ნებისმიერი გავაკეთოთ.
ფქვილი, წყალი, კვერცხი და ზეთი ავურიოთ ერთმანეთში და მოვზილოთ ცომი. მე ვაკეთებ ამას მაგიდაზე და თან ნელ-ნელა ვუმატებ ფქვილს. ცომი უნდა გამოვიდეს მკვრივი და არ ეწეპებოდეს ხელზე. ბევრი ფქვილი არ დააყაროთ. ცომის მოზელვას დაახლოებით 10 წუთი ჭირდება. მოზელილ ცომს წავუსვათ ზეთი და შევინახოთ თბილ ჯამში ნახევარი საათით.
ცომი და  შტრუდელის ინგრედიენტები
ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავასხათ ლიმონის წვენი.
ქიშმიში ჩავალბოთ რომში ან კონიაკში.
დავიწყოთ ცომის მომზადება.
მაგიდაზე დავაფინოთ ჩაის ტილო, დავაყაროთ ფქვილი და რამოდენიმეჯერ გავატაროთ ხელი- ასე ფქვილი განაწილდება. ცომი გადმოვიღოთ ტილოზე და გავაბრტყელოთ, რაც შეიძლება თხლად.
გაბრტყელებული ცომი
გაბრტყელებული თხელი ცომი ავიღოთ და ხელის გულებით ფრთხილად გავწელოთ, ისე რომ ფრჩხილებით არ გავხიოთ. მთავარია არ შეშინდეთ და გაწელოთ ცომი რამდენზეც გაიწელება.
გაბრტყელებული ცომი
გაბრტყელებული ცომი გამოვჭრათ ჩაის ტილოს ზომაზე მაკრატლით.
დავაყაროთ ცომს დაფქული 2 ს/კ ნუში,
გაბრტყელებული ცომი
დაჭრილი ვაშლი, გაწურული ქიშმიში
ქიშმიში მოვაყაროთ ცომზე
ქიშმიში მოვაყაროთ ცომზე
გაბრტყელებული ცომი
და ბოლოს დავაყაროთ 1 ს/კ შაქარი. გულსართი არ უნდა დავაყაროთ კიდეებთან ახლოს. ასევე უნდა დავტოვოთ თავისუფალი ადგილი ცომის ბოლოში,ბოლო გადახვევისთვის.
ტილოს ცალი მხარე წამოვწიოთ და მისი საშუალებით ფრთხილად დავიწყოთ შეხვევა.
შევახვიოთ ცომი
შევახვიოთ ცომი
შტრუდელი გადავდოთ კარაქით წასმულ ფორმაზე
დავდოთ ფორმაზე
და მოვღუნოთ ნალის ფორმით. ბოლოები ამოვუკეცოთ.
გამოვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში 190 გრადუსზე.
გამოვაცხოთ შტრუდელი
25 წუთში გამოვიღოთ ღუმელიდან დავასხათ 100 მლ ნაღები, დავაყაროთ შაქარი და შევდგათ
გამოვაცხოთ შტრუდელი
კიდევ 15 წუთით.
მივირთვათ თბილი
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1182 : ვაშლის შტრუდელი ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1182 : დგილნვ იმჯე;ტლნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1182 : dgilnv imje;tln
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1182 : vaSlis Strudeli
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1182 : dfikbc inheltkb
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!