World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

”პანეტონე”

”პანეტონე”

შემადგენლობა

მომზადება

პანეტონე - ეს არის ტრადიციული იტალიური საშობაო ნამცხვარი, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენ სააღდგომო პასკას(კულიჩი).
მასში ბევრია სხვადასხვა ხილის ჩირი.
დავიწყოთ მომზადება:
საფუარის ნახევარი ჩავალბოთ წყალში და კარგად ავურიოთ სანამ არ გაიხსნება. დავამატოთ 80 გრ ფქვილი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით.
გავხსნათ საფუარი
ორჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში.
სანამ საფუარი ამოვა, დარჩენილი საფუარი გავხსნათ თბილ რძეში.
გავხსნათ საფუარი
ფკვილი და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში ისე რომ გამოვიდეს
კვერცხი, კვერცხის გული, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ მიქსერით. დავამატოთ რძეში გახსნილი საფუარი და წყალში გახსნილი საფუარი. კარგად ავურიოთ.
ავთქვიფოთ კვერცხი
ფქვილში არეული კარაქი და ათქვეფილი სითხე ავურიოთ ერთმანეთში. მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
მოვზილოთ ცომი
დავამატოთ ხილის ჩირი, ცუკატები, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა.
დავჭრათ ხილის ჩირი
ერთმანეთში ავურიოთ ყველაფერი, გადავდოთ კარაქით წასმულ ჯამში დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას. დაახლოებით 1-2 საათით, ცომი უნდა გაიზარდოს მოცულობაში 2-ჯერ.
ამოსული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და ჩავდოთ ფორმებში. ფორმებს წინასწარ წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. დავდგათ ლანგარზე (ჟაროვნა)და დაველოდოთ სანამ ცომი ისევ ამოვა. დაახლოებით 1-2 საათი.
ცომს ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე. ვაცხობთ 10 წუთი. შემდეგ ჩავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსზე და ვაცხობთ კიდე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1166 : ”პანეტონე” ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1166 : ჰგყტმკყტ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1166 : hgytmkyt
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1166 : panetone
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1166 : gfytnjyt
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты ქართული გაზეთი ბრიტანეთში
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!