World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა

შემადგენლობა

  • ცომი
  • ხაჭო - 250 გრ
  • კარაქი - 50 გრ
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • მარილი - 2/3 ჩ/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ფქვილი - ჭიქა
  • ვანილი - დანის წვერზე
  • ქიშმიში - 70 გრ
  • საფუარი - 25 გრ
  • რძე - 1/4 ჭიქა
  • მინანქარი
  • კვერცხის ცილა - 1 ცალი
  • შაქრის პუდრა - 1/3 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ

მომზადება

ეს პასკა ჰგავს კექს , მაგრამ ისეთი ფხვიერი არ გამოდის. ძალიან გემრიელი და არომატული პასკაა.
ამ ინგრედიენტებისგან გამოდის 3 პასკა.
რძე გავათბოთ, დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი, 1 ს/კ ფქვილი, საფუარი, ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავდგათ თბილ ადგილას,ან ცხელ წყალში სანამ მოცულობა არ გაიზრდება.
გავაკეთოთ ცომი
ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 კვერცხის გული შაქართან ერთად.
ხაჭო გავსრისოთ. ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ათქვეფილი კვერცხი. ჩავაყაროთ მარილი და ვანილი. ყველაფერი ავურიოთ.
ჩავაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. ჩავყაროთ გარეცხილი და გამშრალებული ქიშმიში და შევზილოთ ცომი, ისე რომ ქიშმიში ყველგან განაწილდეს.
უნდა გამოვიდეს წებოვანი ცომი.
ჩავზილოთ ცომი
პასკის ფორმების ძირზე ჩავაფინოთ გამოჭრილი ქაღალდის რგოლები.
გავანაწილოთ ცომი ფორმებში.
ფორმები ჩავდგათ ცხელ წყალში, რომ ცომი კარგად ამოვიდეს. როცა წყალი გაცივდება შევცვალოთ ცხელი წყლით.
გავანაწილოთ ცომი ფორმებში
ცომი უნდა 2-ჯერ გაიზარდოს მოცულობაში.
ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე.
პასკები გადავიტანოთ ღუმელში და დავტოვოთ 10 წუთით.
ღუმელი ცოტათი შევაღოთ და პასკები დავაფაროთ ფოლგის ქაღალდით.
10 ჭუთის შემდეგ ჩავუწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 40-50 წუთის განმავლობაში.
გავაკეთოთ მინანქარი.
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა შაქრის პუდრასთან ერთად. სურვილისამებრ შეიძლება ლიმონის წვენის დამატება. მასა უნდა გამოვიდეს თეთრი და წებოვანი. გამომცხვარ პასკას მაშინათვე მოვასხათ მინანქარი.
ხაჭოს პასკა
გილოცავთ დამდეგ აღდგომას!
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1153 : ხაჭოს პასკა ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1153 : [გზკვ ჰგვრგ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1153 : [gzkv hgvrg
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1153 : xaWos paska
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1153 : хfzjc gfcrf
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!