World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

გოზინაყი

გოზინაყი

შემადგენლობა

  • ნიგოზი - 1 კგ
  • თა ფლი - 600 გრ (ღია ფერის)
  • შაქარი - 2-3 ჩ/კ

მომზადება

ახლოვდება ახალი წელი.
ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე.
თავაზობთ გოზინაყის რეცეპტს.
ავიღოთ ღია ფერის მსხვილი ნიგოზი. იმისათვის, რომ გოზინაყი გამოვიდეს ღია ფერის , საჭიროა მოვაცალოთ ნიგოზს კანი. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუ გვინდა რომ ნიგოზი ადვილად გაიფცქვნას, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2 წუთი და მერე დავასხათ ცივი წყალი. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეცვლება გემო. გაფცქვნის შემდეგ დავჭრათ ნიგოზი.
დავჭრათ ნიგოზი
დავყაროთ ნიგოზი გაცხელებულ თუჯის ტაფაზე და შევწვათ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ.
დავყაროთ ნიგოზი ტაფაზე
გადმოვყაროთ ნიგოზი ტაფიდან.
ტაფაზე დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ 2 ჩ/კ შქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ.
გავაცხელოთ თაფლი
როცა თაფლი გათხელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ და გავაგრძელოთ მორევა სანამ არ გაცივდება.
ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.
გავაცხელოთ თაფლი ჩავყაროთ შაქარი
მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი.
ავურიოთ ნიგოზი და თაფლი ერთმანეთში
ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული დაფა. დავასველოთ ის წყლით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გოზინაყი ადვილად მოძვრეს დაფიდან. გადმოვიღოთ ტაფიდან თაფლში არეული ნიგოზი, დავდოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება ცომის სველი გასაბრტყელებლით. თავიდან ადვილი გასაბრტყელებელია, სანამ თაფლი არ გასქელდება. ამიტომ საჭიროა მალე გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს.
გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე.
გავაბრტყელოთ გოზინაყი
ცოტა დავაცადოთ გაცივება და დავჭრათ რომბებად.
დავჭრათ გოზინაყი
დავაწყოთ თეფშებზე.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1138 : გოზინაყი ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1138 : უკპნყგცნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1138 : ukpnygcn
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1138 : gozinayi
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1138 : ujpbyf.b
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!