World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ტორტი "აბრიკოტინი"

ტორტი "აბრიკოტინი"

შემადგენლობა

  • ცომისთვის
  • კარაქი - 180 გრ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • შაქარი - 120 გრ
  • მარილი - 1 მწიკვი
  • ფქვილი - 300 გრ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კრემისთვის
  • რძე - 80 მლ
  • კვერცხის გული - ცალი
  • შაქარი - 110 გრ
  • კარაქი - 110 გრ
  • ლიქიორი - 1 ს/კ
  • ვანილი - 5 გრ
  • შაქრის პუდრა - 100 გრ
  • ჭარხლის წვენი - ფერის მისაცემად

მომზადება

180 გრ დარბილებული კარაქი, 2 კვერცხის გული, 120 გრ შაქარი და 1 მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთს.
ავთქვიფოთ შაქარი
ჩავაყაროთ 300 გრ ფქვილი, რომელშიც დავამატებთ გამაფხვიერებელს.
ჩავყაროთ ფქვილი
მოვზილოთ ცომი.
მოვზილოთ ცომი
მოვამზადოთ საცხობი ქაღალდის 5 ნაჭერი. ცომი გავყოთ 5 ნაწილად. თითოეული ნაჭერი გავაბრტყელოთ ფქვილით მოყრილ ქაღალდზე.
გავაბრტყელოთ ცომის ფენები
ფენების დიამეტრი უნდა გამოვიდეს დაახლოებით 22 სანტიმეტრი.
გაბრტყელებული ცომის ფენები დავხვრიტოთ ჩანგლით და შევდოთ საყინულეში 5 წუთით.
გამოვაცხოთ 210-220 გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. ფენები უნდა გამოვიდეს ღია ფერის, ოქროსფერი.
გავაციოთ ცომის ფენები
სანამ ფენები ცხელია, მოვაჭრათ ზედმეტი ნაჭრები. სანამ ფენები არ გაცივდება ქაღალდი არ მოვაშოროთ.
გამოვაცხოთ ცომის ფენა
სანამ ფენები გაცივდება გავაკეთოთ კრემი.
80 მლ რძე და 2 კვერცხის გული შევურიოთ 110 გრ შაქარს.
ავთქვიფოთ კვერცხი და რძე
კარგად ავურიოთ.
დავდგათ საშუალო ცეცხლზე თან ვურიოთ, გავაჩეროთ ცეცხლზე 4-5 წუთი. უნდა გამოვიდეს ყვითელი სიროფი.
მოვხარშოთ სიროფი
ავთქვიფოთ 110 გრ კარაქი გათეთრებამდე, თანდათან დავამატოთ სიროფი და ვთქვიფოთ.
ჩავასხათ სიროფი კარაქში
სულ ბოლოს დავამატოთ 1 ს/კ ლიქიორი და ვანილის ესენცია.
ნაჭრები რომლებიც ჩამოვაჭერით ფენებს, დავფშვნათ. ეს დაგვჭირდება ტორტის გვერდების მოსართავად.
დავფშვნათ ბისკვიტი
ტორტის აწყობა:
გაყავით კრემი 6 ნაწილად.
აიღეთ 4 ფენა, თითოეულს წაუსვით კრემის 1/6 და დაალაგეთ ერთმანეთზე.
წავუსვათ კრემი
მეხუთე ფენა დაფარეთ მინანქრით. ამისათვის 100 გრ შაქრის პუდრას შევურიოთ ჭარხლის წვენი, 1 კოვზი ლიქიორი და 1 კოვზი მდუღარე წყალი.
გავაკეთოთ მინანქარი
დავდგათ მაღალ ცეცხლზე და გავაჩეროთ ადუღებამდე. დავასხათ ტორტის ფენას და ჩქარა წავუსვათ.
წავუსვათ მინანქარი
მოვრთოთ ეს ფენა შოკოლადის მინანქრით და გვერდებზე მივაყაროთ დაფშვნილი ბისკვიტი.
ტორტი "აბრიკოტინი"
დარჩენილი კრემით მოვრთოთ ტორტი. შეიძლება დავაყაროთ მოხალული თხილიც.
ტორტი "აბრიკოტინი"
მეორე დღეს მივირთვათ
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1130 : ტორტი "აბრიკოტინი" ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1130 : მკჯმნ "გ.ჯნრკმნყნ"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1130 : mkjmn "g.jnrkmnyn"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1130 : torti "abrikotini"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1130 : njhnb "f,hbrjnbyb"
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!