World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ლობიანი

ლობიანი

შემადგენლობა

მომზადება

ჩვენი ერთგული მომხმარებლის თხოვნით ვდებთ ლობიანის რეცეპტს.
ეს არის კლასიკური ლობიანის რეცეპტი
ცომის მომზადება:
საერთოდ ლობიანის ცომს აკეთებენ წყალზე, მაგრამ მე დაგიწერთ რეცეპტს რძის დამატებით. გამოდის უფრო გემრიელი.
შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი და თბილი რძე 1:1 (უნდა გამოვიდეს 1 ლიტრი) დავამატოთ 1 ჩ/კ საფუარი,შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ.
დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ ამოვიდეს. საკმაოდ ჩქარა ამოდის. როცა ცომი ამოვა დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, ჩავასხათ 2 ს/კ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური. კიდევ ერთხელ დავტოვოთ ცომი, რომ ამოვიდეს.
სანამ ცომი ამოდის მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ ლობიო. როცა მოიხარშება ჩავყაროთ საცერში და გავავლოთ ცივი წყლის ქვეშ.
მოხარშული ლობიო გავატაროთ ხორცის მანქანაში, ან დავჭყლიტოთ. დავამატოთ მარილი, ქონდარი წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღორის ქონი ან ბეკონი და შევბრაწოთ.
გამდნარი ქონი ჩავასხათ ლობიოში და კარგად ავურიოთ.
ცომი ამოვიღოთ და გავყოთ 12 ნაწილად. დავამრგვალოდ და დავტოვოთ ცოტა ხნით რომ ამოვიდეს.
დამრგვალებული ცომი
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ,
გაბრტყელებული ცომი
ჩავდოთ გულსართი
ლობიო ჩავდოთ ცომში
და შევკრათ როგორც ხინკალი.
ლობიო შევახვიოთ ცომში
ლობიანის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს.
შევწვათ ლობიანი
შევწვათ ლობიანი ორივე მხრიდან გაცხელებულ ტაფაზე,
შევწვათ ლობიანი
სასურველია არანაირი ცხიმი არ ვიხმაროთ. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი.
როცა შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე და ცავუსვათ კარაქი.
ლობიანი
ლობიანი
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1127 : ლობიანი ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1127 : ლკ.ნგყნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1127 : lk.ngyn
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1127 : lobiani
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1127 : kj,bfyb
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!