World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

კიევური კატლეტი

კიევური კატლეტი

შემადგენლობა

მომზადება

გავასუფთავოთ ქათამი
პირველ რიგში თითო ქათამს მოვაჭრათ ორ-ორი ფილე. ფილე უნდა მოვჭრათ ბეჭის ძვალთან ერთად - ის მიმაგრებულია ფილეზე ზედა მხარეს.
მოვამზადოთ ფილე
დანარჩენი ფილეც მოვჭრათ ესე.
თითოეული ფილე შედგება დიდი და პატარა ფილესგან. უნდა გავყოთ ისინი.
მოვამზადოთ ფილე
პატარა ფილეები შევახვიოთ ცელოფანში და დავბეგვოთ.
დიდი ფილე გავაბრტყელოთ რომ შიგნით მოვათავსოთ გულსართი.
მოვამზადოთ ფილე
ისე უნდა გავჭრათ რომ ძვალი არ დაიმტვრეს. რბილი ნაწილი შევახვიოთ ცელოფანში და ისიც დავბეგვოთ.
თეორიულად რთული შესასრულებელია, მაგრამ სურათებით ადვილად მიხვდებით.
ახლა მოვამზადოთ გუსართი. ოხრახუში წვრილად დავჭრათ, შევურიოთ მარილი და დარბილებული კარაქი.
მოვამზადოთ გულსართი
ორი კოვზით გავაკეთოთ გულსართისგან ფორმები.
მოვამზადოთ გულსართი
შევდგათ 5-6 წუთით საყინულეში, რომ კარაქი გამაგრდეს.
სანამ კარაქი საყინულეში დევს, ავთქვიფოთ კვერცხი და რძე.
როცა კარაქი გამაგრდება დავიწყოთ კატლეტის გაკეთება.
დიდი ფილე დავდოთ დაფაზე, შუაში დავდოთ გულსართი.
გულსართი დავდოთ ქათმის ფილეზე
ზემოდან დავადოთ პატარა ფილე
დავადოთ ზემოდან ქათმის ფილე
და ისე შევახვიოთ, რომ გულსართი არ გადმოვიდეს.
შევახვიოთ ქათმის ფილე
კატლეტები შევდგათ საყინულეში 5-7 წუთით.
კატლეტებს დავაყაროთ შავი წიწაკა, ამოვავლოთ ფქვილში და შემდეგ რძისა და კვერცხის მასაში. მერე ამოვავლოთ ორცხობილაში, შემდეგ სითხეში და ისევ ორცხობილაში. ეს უმთავრესი პროცესია, რის მეშვეობითაც კატლეტი არ დაიშლება. ამიტომ დავაკვირდეთ, თუ არ ეყო ორცხობილა, კიდევ ერთხელ უნდა ამოვავლოთ სითხეში და ორცხობილაში.
ამოვავლოთ ფილე ორცხობილაში
შევბრაწოთ კატლეტები ზეთში, მაღალ ცეცხლზე. ( 5 წუთის განმავლობაში).
კიევური კატლეტი
შებრაწული კატლეტები შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე, 10 წუთით.
როცა გავჭრით კატლეტებს გადმოვა მწვანე კარაქი. ფილე უნდა გამოვიდეს რბილი.
კიევური კატლეტი
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1121 : კიევური კატლეტი ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1121 : რნტდეჯნ რგმლტმნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1121 : rntdejn rgmltmn
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1121 : kievuri katleti
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1121 : rbtdehb rfnktnb
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!