ალუბლის ნამცხვარი ხაჭოს ცომისგან

შემადგენლობა
- კარაქი - 150 გრ
- ხაჭო - 150 გრ (5-9%)
- ალუბალი - 500 გრ
- ჟელ ატინი - 10 გრ
- ფქვილი - 150 გრ
- შაქარი - 180 გრ
მომზადება
ამ ნამცხვრის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი კენკროვანი ხილით. ნამცხვრის ცომი ცალკე ცხვება და გულსართი კი ცალკე კეთდება.
გამოდის გემრიელი საზაფხულო გამაგრილებელი დესერტი, რომლის შენახვა შეიძლება მაცივარში რამოდენიმე დღე. რასაკვირველია თუ ვინმემ დატოვა :))
კარაქი დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ ფქვილს, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი და კარაქის ნაჭრები კი სულ პატარები, როგორც ნამცეცები.

დავამატოთ შაქარი და ხაჭო. კარგად შევზილოთ

და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით.
სანამ ცომი მაცივარშია გავაკეთოთ გულსართი. ალუბალი ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ შაქარი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.

ცალკე ჭიქაში დავალბოთ ჟელატინი 10-15 წუთით.
როცა ალუბალი ადუღდება, გამოვრთოთ გაზი და ჩავასხათ ჟელატინი.

კარგად ავურიოთ ყველაფერი და დავდგათ გრილ ადგილას.
ცომი გავაბრტყელოთ, გავჩხვლიტოთ ჩანგლით რამოდენიმე ადგილას.
ჩავდოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
გამომცხვარ ცომზე დავდოთ ალუბლები სითხის გარეშე და შევდგათ მაცივარში.

ცალკე გავაციოთ ალუბლის წვენი რომელიც დარჩა ქვაბში.
როცა ალუბლის წვენი დაიწყებს გაციებას, სანამ არ გასქელდება, დავასხათ ნამცხვრის შუაგულში,ალუბალზე.

შევდგათ მაცივარში. როცა სითხე გასქელდება ნამცხვარი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1091 : ალუბლის ნამცხვარი ხაჭოს ცომისგან ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1091 : გლე.ლნვ ყგბ][დგჯნ [გზკვ ]კბნვუგყ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1091 : gle.lnv ygb][dgjn [gzkv ]kbnvugy
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1091 : alublis namcxvari xaWos comisgan
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1091 : fke,kbc yfvwхdfhb хfzjc wjvbcufy