World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ჩაქაფული

ჩაქაფული

შემადგენლობა

  • ბატკანი - 2 კგ
  • ხა ხვი - 1 თავი
  • ღვინ ო თეთრი - 500 მლ
  • კი ნძი - 4 კონა
  • ოხრ ახუში - 4 კონა
  • ტარხუნა - 6 კონა
  • წიწმატი - 2 კონა
  • შავი  წიწაკა - გემოვნებით
  • ძმ არი - 1 ს/კ
  • ტყემალი - 1 ჭიქა
  • მარილი - გემოვნებით
  • მწვანე ხახვი - 4 კონა

მომზადება

ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ,
გარეცხილი მწვანილი
გარეცხილი მწვანილი
გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხაღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1084 : ჩაქაფული ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1084 : ხგ,გაელნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1084 : xg,gaeln
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1084 : Caqafuli
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1084 : xfmfaekb
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!