World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

ფორთოხლის ტორტი ”ოცნება”

ფორთოხლის ტორტი ”ოცნება”

შემადგენლობა

  • ბისკვიტისთვის
  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქარი - 180 გრ
  • ფქვილი - 1 ჭიქა (200 მლ)
  • ფოთოხლის კანი - (1 ცალისგან)
  • პირველი კრემისთვის
  • მოხარშ ული სგუშონი - 1 ცალი
  • კარაქი - 200 გრ
  • მეორე კრემისთვის
  • ნაღები - 200 გრ (ათქვეფისთვის)
  • შაქარი - გემოვნებით
  • ფორთოხალი - 2-3 ცალი (მორთვისთვის)

მომზადება

კვერცხი, გაცრილი ფქვილი
ვაცალკევებთ კვერცხის ცილას და გულს.
ვიწყებთ ცილის ათქვეფას მიქსერით პატარა სიჩქარით.
კვერცხის ცილა
მერე ნელ ნელა ვამატებთ შაქარს და ვანილს.
ათქვეფილი ცილა
როცა ათქვეფილი ცილა გახდება თეთრი და გამაგრებული, ასევე ნელ ნელა ვამატებთ კვერცხის გულს და ვაგრძელებთ ათქვეფას.
ათქვეფილი ცილა და გული
შემდგომ ვიწყებთ გაცრილი ფქვილის დამატებას და ვურევთ ნელ ნელა კოვზით, დაბლიდან ზევით.
ათქვეფილი ცომი
მომზადებულ ცომს ვასხამთ, კარაქით მოსმულ ფორმაში
ფორთოხლის ტორტი ”ოცნება”
და ვდგამთ ღუმელში 190-200 გრადუსზე. ვაცხობთ 20-25 წუთი.
რაც მთავარია, არ უნდა გავხსნათ ღუმელი ბისკვიტის გამოცხობის დროს. თორემ ის ჩავარდება.
როცა ბისკვიტი მზად არის, ვიღებთ მას ღუმელიდან და ვაცლით სანამ გაცივდება.
გამომცხვარი ბისკვიტი
თუ სწორად გააკეთებთ ამ რეცეპტით ბისკვიტი გამოდის მაღალი და ჰაეროვანი.
ბისკვიტი გავჭრათ ორ ნაწილად.
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მოხარშულ სგუშონთან ერთად.
ათქვეფილი სგუშონი
გაჭრილი ბისკვიტი გავჟღინთოთ სიროფით ან ლიკიორით, სქლად წავუსვათ კრემი და ჩავდგათ 20 წუთით მაცივარში. როცა კრემი შეგრილდება და გამაგრდება, დავადოთ ზემოდან მეორე ფენა.
წავუსვათ ბისკვიტს ათქვეფილი ნაღების კრემი.
ფორთოხლის ტორტი ”ოცნება”
მოვრთოთ ტორტი ყველა მხრიდან ფორთოხლით.
ფორთოხლის ტორტი ”ოცნება”
ფორთოხლის ტორტი ”ოცნება”
ტორტი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1036 : ფორთოხლის ტორტი ”ოცნება” ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1036 : აკჯფკ[ლნვ მკჯმნ კ]ყტ.გ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1036 : akjfk[lnv mkjmn k]yt.g
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1036 : forToxlis torti ocneba
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1036 : ajhsjхkbc njhnb jwyt,f
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!