World Cuisine and Recipes

სიმინდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ბიოლოგიური ნივთიერებების სიუხვით სიმინდის ზეთი შეუცვლელია. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების მიხედვით იგი გამორჩეულია სხვა ზეთებთან შედარებით.

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები

პასკა ქიშმიშით და გარგარის ჩირით

პასკა ქიშმიშით და გარგარის ჩირით

შემადგენლობა

  • ფქვილი - 1,5 კგ
  • რძე - 600 მლ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • საფუარი - 100 გრ.
  • კარაქი - 200 გრ.
  • შაქარი - 400 გრ.
  • მარილი - 1 ჩ/კ.
  • ქიშმიში - გემოვნებით
  • გარგარის ჩირი - გემოვნებით

მომზადება

ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 3 ს/კ შაქარი.
საფუარი გავხსნათ რძეში
გავაჩეროთ სანამ არ მოიყენებს თავს.
რძეში გახსნილი საფუარი
დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
რძეს დავუმატოთ კარაქი, შაქარი და კვერცხი
ნელნელა შევურიოთ ფქვილი და თან ვურიოთ.
აზელილი ცომი
ცომი ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება. სუფთა მაგიდაზე დავყაროთ 200 გრ ფქვილი, დავდოთ ცომი და შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი.
ცომში შევურიოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი
გავყოთ ცომი ფორმების მიხედვით (თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შესაძლებელია ქვაბში ჩააფინოთ ფოლგა და ისე გამოაცხოთ).
ცომი ჩავდოთ ფორმებში ან ფოლგით დაფარულ ქვაბში
თითოეულ ფორმაში ჩავდოთ ცომი ისე, რომ შუაზე ოდნავ მეტად შეავსოს.
ამის შემდეგ ისევ ვდგამთ თბილ ადგილას და ველოდებით ცომის ამოსვლას. ამის შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. იმისათვის რომ ძირი არ მიიწვას შეიძლება ღუმელის ფსკერზე დავდგათ ჭურჭელი წყლით.
მზა პასკა შეიძლება მოვრთოთ შაქრის პუდრით, გახეხილი ქოქოსით, თხილით და ა.შ. პასკა ქიშმიშით და გარგარის ჩირით
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რეცეპტი № 1027 : პასკა ქიშმიშით და გარგარის ჩირით ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯტ]ტჰმნ 1027 : ჰგვრგ ,ნიბნინფ ;გ უგჯუგჯნვ ხნჯნფ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jt]thmn 1027 : hgvrg ,nibninf ;g ugjugjnv xnjnf
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა recepti 1027 : paska qiSmiSiT da gargaris CiriT
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება htwtgnb 1027 : gfcrf mbivbibs lf ufhufhbc xbhbs
Reicpes of Georgian dishies
Кулинарные Рецепты
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Website Security Test
Google Analytics Statistics

easy SEO

Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!